უცხოური მედია

რობერტ ფიცო აცხადებს, რომ გაეცინა, როცა ზელენსკის მიერ მომიტინგეების მხარდასაჭერად გამოქვეყნებული შეტყობინება ნახა- „საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია“

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში გამართული საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა.

საუბარია უკრაინის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სლოვაკეთის საპროტესტო აქციის ფოტოზე წარწერით: „ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, გაეცინა, როცა სოციალურ ქსელში ზელენსკის მიერ მომიტინგეების მხარდასაჭერად გამოქვეყნებული შეტყობინება ნახა.

ფიცომ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან სლოვაკეთის საშინაო საქმეებში „არაადეკვატური ჩარევა“ იყო.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის ლიდერთან შეხვედრას ჯერჯერობით აღარ აპირებს.

მანამდე ფიცომ განაცხადა, რომ მასობრივ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, „რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან“.

შეგახსენებთ, გუშინ სლოვაკეთის თითქმის 30 ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით „სლოვაკეთი ევროპაა“. აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, მთლიანობაში, დემონსტრაციაში მონაწილეობა 100 000-მდე ადამიანმა მიიღო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,758 ნახვა