აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც The Associated Press-ი იუწყება, გამონაკლისი გაკეთდა ჰუმანიტარული სასურსათო პროგრამებისა და სამხედრო დახმარებისთვის ისრაელისა და ეგვიპტესთვის.
„როგორც ჩანს, იწყება იმ პროგრამების გაუქმება, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების ინტერესების შეუსაბამოდ მიიჩნევს“, – წერს The Associated Press-ი.
ბრძანება, რომელიც დაეგზავნა აშშ-ის საელჩოებს და რომელსაც The Associated Press-ი გაეცნო, კრძალავს ახალ ხარჯებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს, თუ რომელი დახმარებისა და განვითარების პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს.
Facebook Comments Box