USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს, თუ რომელი დახმარებისა და განვითარების პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს.
85 დღეში სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წარუდგენს ანგარიშს დონალდ ტრამპს, რომელშიც ის მიუთითებს, თუ რომელი პროგრამების დაფინანსებაა მიზანშეწონილი ვაშინგტონისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, ისრაელისა და ეგვიპტის გარდა.
Facebook Comments Box