უცხოური მედია

პრეზიდენტ კენედის შვილიშვილი წინააღმდეგია, რომ მისი ბაბუის მკვლელობის საქმე გასაჯაროვდეს

President Joe Biden greets Ambassador Caroline Kennedy and her son John "Jack" Schlossberg after delivering remarks on the Cancer Moonshot, Monday, September 12, 2022, at the John F. Kennedy Presidential Library and Museum in Boston. (Official White House Photo by Adam Schultz)

პრეზიდენტ ჯონ კენედის შვილიშვილი ჯეკ შლოსბერგი აცხადებს, რომ ტრამპი აპირებს მისი ბაბუის საქმე თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ეს არის ტრაგედია, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ეს არ არის გრანდიოზული სქემის აუცილებელი ნაწილი. საიდუმლო დოკუმენტებიდან გრიფის მოხსნა – ეს არის კენედის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, როდესაც ის ჩვენთან არ არის და ვერ შეეწინააღმდეგება ამას. არაფერია საგმირო ამ ამბავში“,-დაწერა ჯეკ შლოსბერგმა X-ზე.

საუბარია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, უახლოეს დროში გასაჯაროვდეს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც ეხება ჯონ კენედის, მისი ძმის, რობერტ კენედისა და საზოგადო მოღვაწის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებს. ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი საზოგადოებრივ ინტერესებს პასუხობს.

ჯეკ შლოსბერგი ჯონ კენედისა და ჟაკლინ კენედის ქალიშვილის, კეროლაინის შვილია. ის წლების მანძილზე, დედასთან ერთად დემოკრატების და ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის აქტიური მხარდამჭერია. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯეკ შლოსბერგი მწვავედ აკრიტიკებდა თავის ბიძას, მოკლული რობერტ კენედის ვაჟს, რობერტ კენედი უმცროსს ტრამპის მხარდაჭერის გამო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,722 ნახვა