სამართალი

პენიტენციური სამსახური ბრალდებულ კაციას შესახებ: სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და ჰიგიენური ნორმებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამსახურის დისკრედიტაციას

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ბრალდებულ ნიკოლოზ კაციას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მას საკვების მიწოდება შეზღუდული აქვს. სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოები შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, ვკითხულობთ განცხადებაში.

ნიკოლოზ კაციასთვის საკვების მიწოდების შეზღუდვის ინფორმაცია ერთ-ერთი არხის ეთერით გავრცელდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კაციას კუთვნილ საბანკო ბარათით მისთვის ჩარიცხულ თანხებს მისი თანამესაკნე იყენებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,722 ნახვა