„დრონი-კამიკაძეები“, რომლებითაც რუსეთი უკრაინას უტევს და ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 24 იანვარს, კიევის ოლქში მოხდა, უკვე რუსეთშია წარმოებული, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„თავიდან ირანი რუსეთს მზა Shahed-ს გადასცემდა. შემდეგ თათრეთში საკუთარი წარმოება აითვისეს – ერთ-ერთ ეროვნულ ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი ამ დრომდე აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს Shahed-ები ფაქტობრივად რუსულია, მათ შექმნას იქ ვერ შეძლებდნენ უცხოეთიდან მომარაგების გარეშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსების ყოველი დრონი და რაკეტა „უცხოური კომპონენტების, კრიტიკული კომპონენტების საფუძველზე იწარმოება, რომლის გარეშეც რუსული ტერორი საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა“.
„31 Shahed-ი გასული ღამის განმავალობაში – ეს დაახლოებით 2635 კომპონენტია მოწოდებული სხვა ქვეყნებისგან. ეს არის მიკროსქემები, გადამრთავები, ტრანსივერები. ნებისმიერი კომპონენტის მიწოდება რუსეთისთვის უნდა შეწყდეს, რათა ეს ტერორი შეჩერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.