საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ხდება გაურკვეველი სითხის ჩაღვრა.

იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,722 ნახვა