Uncategorized

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში: უკრაინამ მეტი სამხედრო დაკარგა ომში, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში

უკრაინამ სამი წლის განმავლობაში ომში უფრო მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ამერიკამ ვიეტნამსა და კორეაში, – განაცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიტ კელოგმა Fox News-ის ეთერში.

„ორივე მხარეს მსხვერპლი ასობით ათასს აღწევს. მხოლოდ უკრაინამ სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ჩვენ მთლიანად ომების დროს ვიეტნამსა და კორეაში“, – განაცხადა კელოგმა.

მისი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეძლებს დაასრულოს ომი, როდესაც „ის დაიწყებს დიალოგს“.

კელოგმა გაიხსენა ტრამპის გამოსვლა დავოსში 23 იანვარს, როდესაც მან განაცხადა, რომ ომი არ დამთავრდება მხოლოდ ბრძოლის ველზე, რადგან მთავარი როლი აქ არა მარტო დიპლომატიას, არამედ ეკონომიკას აქვს.

„რუსეთი იღებს მილიარდობით დოლარს ნავთობის გაყიდვით. რა იქნება თუ ფასი დაიწევს 45 დოლარამდე ბარელზე?“, – აღნიშნა კელოგმა.

ცნობისთვის, კორეასთან ომში (1950–1953 წლები) აშშ-მ 37 ათასი სამხედრო დაკარგა, ვიეტნამში კი (1965-1975 წლები) დაახლოებით 58 ათასი ადამიანი. დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსულმა მხარემ ამ ომში მილიონამდე ადამიანი დაკარგა, უკრაინულმა კი – 700 ათასამდე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,929,720 ნახვა