„Amazon-მა ვებგვერდიდან აიღო განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერდა LGBTQ+ უფლებებსა და რასობრივ თანასწორობას“ – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
The Washington Post-ი ინფორმაციით, დეკემბერში Amazon-ის ვებგვერდიდან ამოიღეს განცხადებები, რომლებიც „შავკანიანი ადამიანების თანასწორობისთვის“ და „LGBTQ+ უფლებების“ მხარდაჭერას ეხებოდა, ასევე ნებისმიერი აღნიშვნა “ტრანსგენდერებთან” დაკავშირებით.
მანამდე Amazon-ის ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ კომპანია „სოლიდარობას უცხადებდა“ შავკანიან თანამშრომლებსა და მომხმარებლებს და მხარს უჭერდა კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციაში უფლებადარღვევებისა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ხმის მიცემის უფლებების დაცვასა და გაფართოებას, ასევე ინიციატივებს, რომლებიც შავკანიანი ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და განათლების უკეთესი პირობების უზრუნველყოფას ემსახურება.
კომპანიის განცხადებები, რომლებიც ემსახურებოდა ფედერალურ და სახელმწიფო დონეზე ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას, და ასევე შიდა ბენეფიტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ტრანსგენდერ თანამშრომლებს ეხებოდა, ამოღებულია.
თუმცა, Amazon-ის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კომპანია მაინც სთავაზობს დაზღვევის დაფარვას ტრანსგენდერ თანამშრომლებს.
კომპანიის „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის“ პოლიტიკა განახლდა და ახლა ნათქვამია, რომ „არასამართლიანი მოპყრობა ნებისმიერი პირის მიმართ, მათ შორის შავკანიანი ადამიანების, LGBTQ+ პირების, აზიელების, ქალების და სხვების მიმართ მიუღებელია“, – დაამატეს მათ.