უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, სამშვიდობო ძალები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც უნდა გამოყოს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააგენტო Bloomberg-თან ინტერვიუს დროს.
სააგენტოს ცნობით, ამ მოსაზრებას კიევის ევროპელი პარტნიორებიც ეთანხმებიან და ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც დაითანხმონ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპაში აცხადებენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა, ამ იდეას შეუერთდეს, თუმცა ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შემადგენლობის სამშვიდობოები განლაგდებიან უკრაინაში, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში.
Facebook Comments Box