Uncategorized

ვლადიმერ ბოჟაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატებზე: დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ ოპოზიციის და გარე ძალების გეგმა არ იყოს აღსრულებული

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ეყოფათ გონიერება და იმ თამაშში, რომელიც ჩვენს ყვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას ითვალისწინებს არ ჩაერთვებიან, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

„არსებობს რისკები იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია და მათი მფარველები ქვეყნის გარეთ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ეყოფათ გონიერება და იმ თამაშში, რომელიც ჩვენს ყვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას ითვალისწინებს არ ჩაერთვებიან, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ახალ რეალობას, რომელიც აშშ-შია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საშუალება აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დარწმუნებული ვარ მომდევნო კვირაში ჩვენ შევძლებთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივაღწევთ იმას, რომ ოპოზიციის და გარე ძალების გეგმა არ იყოს აღსრულებული“, – განაცხადა ბოჟაძემ.

27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. საქართველოს ხელისუფლების დელეგაციას, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, 29 იანვრის ჩათვლით შეხვედრები ექნება. დებატების დღის წესრიგის თანახმად, განიხილება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიცია ევროსაბჭოს მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეაში „ქართული ოცნების“ დელეგაცია არ დაამტკიცოს. ხელისუფლების ოპონენტებმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს შესაბამისი წერილი გაუგზავნეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,897 ნახვა