პირველები ვიყავით, ვინც ამ ნაგავს სკეპტიკურად დავუწყეთ ყურება, არ ვიტყვი ვინც. მერე უბრალოდ სამუშაო პროცესი იყო, მისი და მისი განზრახვების შესასუსტებლად. ბოლოს, თვითონაც შეუწყო მისი მოშორების პროცესს ხელი, მისმა გარემოცვამაც და ნუ თავისთავად, იმ ადამიანებმა, ვინც ვხვდებოდით ვინ იყო ეს ნაძირალა, – წერს გიორგი გამსახურდია, “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, ამ დაპირებას კი აუცილებლად შეასრულებს.
როგორც გიორგი გამსახურდია წერს, გახარია რუსული სპეცსამსახურების აგენტია, რომელიც ცრუპენტელა და მშიშარაა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ გახარიას მმართველობის პერიოდში მისი და მისი გარემოცვის გაკეთებული საქმეები გადაიხედება, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გამსახურდია ყოფილ პრემიერს ურჩევს, მის ხსენებამდე “პირი გამოირეცხოს.”
“პირველები ვიყავით, ვინც ამ ნაგავს სკეპტიკურად დავუწყეთ ყურება, არ ვიტყვი ვინც. მერე უბრალოდ სამუშაო პროცესი იყო, მისი და მისი განზრახვების შესასუსტებლად. ბოლოს, თვითონაც შეუწყო მისი მოშორების პროცესს ხელი, მისმა გარემოცვამაც და ნუ თავისთავად, იმ ადამიანებმა ვინც ვხვდებოდით ვინ იყო ეს ნაძირალა. რაშიც ვეთანხმები ჩვენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ის არის, რომ ეს კაცი არის რუსული სპეცსამსახურის ჯაშუში. როგორც ზვიადი ამბობდა, იმპერიებს შორის არსებობს გარიგებები, ეს გარიგებები კიდევ მოიცავს ასევე, აგენტურის გაცვლას და საერთო მიზნისთვის გამოყენებას. ახლა რაც შეეხება მუქარას, თქვენ არც კი იცით ეს რა ცრუპენტელა და მშიშარაა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ესე დახვეწილად რომ იტყუებოდეს, მე პირადად კაცი არ მინახია. კარგი იქნებოდა, თუ მისი ზეობის პერიოდში, ამ არაკაცის და მისი გარემოცვის საქმეებში კიდევ ჩავიხედავთ. ახლა კიდევ, შე გარეწარო და არაკაცო, სანამ ბიძინას ახსენებ, პირი გამოირეცხე, ზნეობისაგან და მორალისაგან დაცლილო გარეწარო…
P.S. შენი სხვა ორიენტაციები კიდევ, შენ და შენს გარემოცვას მოგეხსენებათ. ისევე როგორც ბევრ ადამიანს.
P.P.S. ამ და ამის მაგვარ გარეწრებს, ნებისმიერი ნაცი მირჩევნია, რომელიც იყო, არის და იქნება მოწინააღმდეგე და არა ამდაგვარი ნაძირალა და მოღალატე.” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.