სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: საბანკო სისტემის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე, Julius Baer-ი “დიფ სთეითის” დაკვეთას ასრულებს და პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს ბიძინა ივანიშვილს

საბანკო სისტემის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე, Julius Baer-ი “დიფ სთეითის” დაკვეთას ასრულებს და პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს ბიძინა ივანიშვილს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც Julius Baer-ი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნიშნით უქმნის პრობლემებს, რომლებიც ხელოვნურად არის წარმოქმნილი.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის” პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის “განეიტრალება”, რაც ძალიან გაჭირდება რადგან ბიძინა ივანიშვილი თუნდაც საკუთარი ფულის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესებს არ დათმობს.

„საბანკო სისტემის კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე, Julius Baer-ი “დიფ სთეითის” დაკვეთას ასრულებს და პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს ბიძინა ივანიშვილს. ბანკი, რომელიც კეთილსინდისიერ კლიენტს უხარვეზოდ ემსახურებოდა, მხოლოდ მას შემდეგ ცვლის ქცევას რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და „გლობალური ომის პარტიას“ ანტიქართულ და ანტიევროპულ ქმედებებში ამხელს. „საბანკო პრობლემებს“ უკვე მედიის შეზღუდვა დაემატა, კერძოდ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და განაცხადა რომ ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა უკვე ნათელია, რომ საბანკო სექტორიცა და მედია სივრცეც “დიფ სთეითის” დაკვეთით მოქმედებს. კლიენტისადმი კრიმინალური მოპყრობის მძიმე მაგალითია Credit Suisse-ის შემთხვევაც როცა ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლო დავა წააგეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს და შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალეს, Credit Suisse ბაზრიდან გააქრეს. ვეთანხმები ბატონ ზაზა შათირიშვილს, ის ძალიან კარგად განმარტავს თუ რა ძალა ებრძვის ქართულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს რომელიც საქართველოსათვის მშვიდობას საკუთარი ფულით ყიდულობს. დიახ, საქართველოში მშვიდობის სანაცვლოდ მის მიერ გადახდილი ხარკია ყოველი დაბრკოლება რომელსაც მას უქმნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ის მშვიდობას არ თმობს. “დიფ სთეითის” პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ბიძინა ივანიშვილის “განეიტრალება”, რაც ძალიან გაჭირდება რადგან ბიძინა ივანიშვილი თუნდაც საკუთარი ფულის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესებს არ დათმობს,“-წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,573 ნახვა