პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: Julius Baer-ის მავნებლობის საკითხზე შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს

Julius Baer-ის მავნებლობისა და კლიენტისადმი კრიმინალური მოპყრობის საკითხზე, შვეიცარიის მედიის კოორდინირებულმა ბლოკადამ, ალბათ, საზოგადოებას კიდევ ერთი შვეიცარიის ბანკის, Credit Suisse-ის საქმე გაახსენა, რომელიც ჯერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველა სასამართლო დავა წააგეს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს, რაც ჩანასახშივე სწორედ ასე იყო განზრახული, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, Credit Suisse-ის შემთხვევაში, ერთი კაცის – პატრიკ ლესკადრონის დამნაშავედ გამოცხადება ბანკის აგენტურულ მენეჯმენტს და მათ პატრონებს აწყობდათ და ბიძინა ივანიშვილს ხელსაც კი უწყობდნენ ამ თემაზე საინფორმაციო პროცესის წარმოებაში, თუმცა, როდესაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო საზოგადოებას რეალური სურათი ენახა, იმ მომენტიდან ევროპის ყველა მედიასაშუალებამ შეწყვიტა ინფორმაციის გამოქვეყნება, ლესკადრონი კი ტყეში იპოვეს და ეს ამბავი თვითმკვლელობად გამოაცხადეს.

„რადგან ხსენებული ამბიდან საკმაო დრო გავიდა, მცირედით შეგახსენებთ საინტერესო დეტალებს, რაც Julius Baer-ის შემთხვევასთან იდენტური პარალელების გავლების საშუალებას მოგვცემს. როდესაც Credit Suisse – სთან ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივი დავა წამოიწყო, თავშივე გამოიკვეთა ერთი კონკრეტული დამნაშავე, პატრიკ ლესკადრონი. თავდაპირველად, ადვოკატები მარწმუნებლის მითითებით, წინასწარ შერჩეული სტრატეგიის თანახმად ინფორმაციას სწორედ ამ კონკრეტულ პირზე ავრცელებდნენ, სტატიები იბეჭდებოდა და იბეჭდებოდა ნებისმიერი სიხშირით, ნებისმიერი რაოდენობით და ნებისმიერ ევროპულ გამოცემაში. ერთი კაცის – ლესკადრონის დამნაშავედ გამოცხადება ბანკის აგენტურულ მენეჯმენტს და მათ პატრონებს ძალიან აწყობდათ და ხელსაც კი უწყობდნენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს საინფორმაციო პროცესის წარმოებაში. ხოლო როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად გადაწყვიტა, რომ დრო იყო საზოგადოებას რეალური სურათი ენახა – იმ მომენტიდან ევროპის ყველა მედიასაშუალებამ შეწყვიტა სტატიების გამოქვეყნება. ახლა რაც შეეხება რეალურ სურათს – დღეს უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ გლობალური ომის პარტიას დაგეგმილი ჰქონდა ორი რამ: შვეიცარიის საბანკო სისტემის ჩამოშლა ყველაზე დიდი ბანკის განადგურებით და ბიძინა ივანიშვილისათვის ხელოვნური პრობლემების შექმნა. სწორედ მაშინ, როდესაც ბანკის მენეჯმენტის მხილების დრო დადგა, როდესაც მთავარი სათქმელი უნდა გაეგო საზოგადოებას, რომ კლიენტი არა ლესკადრონმა, არამედ ბანკის მენეჯმენტმა გაძარცვა ზემოთთქმული ორი მიზნის მისაღწევად, კონტროლირებადი ევროპული მედია მყისვე ჩაიკეტა ბიძინა ივანიშვილისათვის. ლესკადრონს რაც შეეხება, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ის ტყეში, ხეზე ყულფში თავგაყრილი იპოვეს, ეს ამბავი თვითმკვლელობად გამოაცხადეს.“ – ნათქვამია ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,569 ნახვა