გლობალური ომის პარტია ანუ “დიფ სთეითი” ყველა სფეროში მავნებლურად არის ჩარეული. ამის მკაფიო მაგალითია ამ უსაშინელესი ძალის დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის საბანკო აქტივების მიმართ, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე. როგორც გვენეტაძე აცხადებს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები ჯერ ერთ-ერთმა მსხვილმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suiss-მა დაიწყო, რაც ბანკის განადგურებით დასრულდა, ახლა კი იგივე ქმედებებს ვხედავთ მეორე ბანკის – Julius Bear-ის მხრიდან.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, ბანკები ერთი ხელის – “დიფ სთეითის” მიერ იმართება.
“გლობალური ომის პარტია ანუ “დიფ სთეითი” ყველა სფეროში მავნებლურად არის ჩარეული. ამის მკაფიო მაგალითია ამ უსაშინელესი ძალის დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის საბანკო აქტივების მიმართ. ჯერ იყო და Credit Suiss-მა დაიწყო უკანონო მოქმედებები, რაც ამ შვეიცარიული ბანკის სრული კრახით დამთავრდა. ამჟამად ზუსტად იგივე ქმედებებს ახორციელებს Julius Bear-ი. უეჭველია ეს ბანკები ერთი ხელიდან იმართება და ეს ერთი ხელია უბნელესი ძალა “დიფ სთეითის” სახით. საინტერესოა ისიც, რომ Julius Bear-მა ასეთი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაიწყო 2024 წლის 29 აპრილიდან. კერძოდ მას შემდეგ, რაც ქართველმა მამულიშვილმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება გლობალური ომის პარტიის ანუ “დიფ სთეითის” შესახებ. პროცესები ისე ვითარდება “სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს” და უდიდესი ალბათობით “Jilius Bear”-ი “Credit Suiss”-ის გვერდით აღმოჩნდება. სამწუხაროა ის, რომ ამ ისტორიის სანაგვეზე მიმავალ ძალას ვერა და ვერ გაუცნობიერებია, რაც არ უნდა ზეწოლა განახორციელონ ბიძინა ივანიშვილზე. მას მაინც ვერ ათქმევინებენ უარს იმ საქმეზე, რომელსაც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და მისდამი უანგარო მსახურება ჰქვია.” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.