აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედი აქვს, ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება.
„სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.
ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„ერთადერთი, რაც გვინდა, სამართლიანობაა. გვსურს თანაბარი პირობები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
Facebook Comments Box