უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ექცევა.

„ამერიკის პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა. ძალიან ცუდად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას.

„ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რაც არავის აკმაყოფილებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-სა და სხვა გადასახადებით, რომელსაც აწესებენ“, – აღნიშნა დონლად ტრამპმა.

„მოვუწოდებ ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,576 ნახვა