პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა სამთავრობო შენობებზე ლგბტ თემისა და BLM (Black Lives Matter) დროშების გამოყენება აკრძალა, რაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დაშვებული იყო. „გამომცემლობა Washington Free Beacon-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დროშების გარდა, ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება. ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განკარგულების ასლის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. ბრძანება ითვალისწინებს, რომ სამთავრობო შენობებზე შეიძლება იყოს მხოლოდ (!) აშშ-ის დროშა და გარკვეული ტიპის სამხედრო სიმბოლოები. ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, სხვა დროშები (როგორიცაა “ლგბტ” და BLM დროშები), ხშირად იყო გამოფენილი სამთავრობო შენობებზე, რამაც გამოიწვია კიდეც ბრძანების ახალი ინტერპრეტაცია, როგორც ამ სიმბოლოების აკრძალვა,“- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.