ვფიქრობ, რომ ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დაარწმუნონ აქციის მონაწილეთა მხარდაჭერის აუცილებლობაში, თუმცა, თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას იტყვიან უილსონი და კონგრესის სხვა წევრები.
“არის შესაძლებლობა, რომ უილსონის მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება, საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული “რესპუბლიკელია”, როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და საერთოდ, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნას დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებში მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებს უილსონი და კონგრესის სხვადასხვა წევრები.” – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.