უცხოური მედია

ამერიკული მედია: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებზე მხოლოდ ამერიკული დროშის აღმართვის განკარგულება გასცა – არავითარი LGBT და BLM

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთი დროშის განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრძანება ეხება როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ უწყებებს. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართებოდა LGBT და BLM (Black Lives Matter) დროშები.

„ამ მომენტიდან აშშ-ის ობიექტებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ნებადართულია მხოლოდ აშშ-ის დროშის აღმართვა ან დემონსტრირება და მისი გამოყენება აშშ-ის მთავრობის კონტექსტში. ამერიკის დროშამ გააერთიანა ყველა ამერიკელი უნივერსალური პრინციპების ირგვლივ – სამართლიანობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს ფასეულობები ჩვენი უდიდესი ქვეყნის საფუძველია და მათ ამერიკის მოქალაქეები იზიარებენ“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.

ბრძანების თანახმად, ნებისმიერი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახალი პოლიტიკის წესს დაარღვევს, სამსახურიდან გათავისუფლდება.

როგორც მედია იუწყება, ერთადერთი დროშა, რომლის აღმართვაც იქნება ნებადართული ამერიკულთან ერთად, არის სამხედრო ტყვეების/უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების (POW/MIA) ემბლემა და არასამართლიანად დაკავებულ პირთა დროშა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,065 ნახვა