უცხოური მედია

WSJ: ტრამპმა მის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში ომის 100 დღეში დასრულება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგს 100 დღეში ომის დასრულება დაავალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა რამდენიმე რესპონდენტზე დაყრდნობით წერს, კელოგის დანიშვნა სპეციალურ წარმომადგენლად ტრამპის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. აშშ-ის პრეზიდენტი თავად გააკონტროლებს მოლაპარაკებებს, თუმცა, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, შეთანხმების მიღწევა პუტინთან რთული იქნება.

კელოგი ტრამპს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევს, თუმცა უცნობია, სურს თუ არა პრეზიდენტს მისი რჩევების გათვალისწინება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონი, რომელიც 2018-2019 წლებში ტრამპის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მუდამ ეწინააღმდეგებოდა მას. ბოლტონის განცხადებით, ერთხელ ტრამპმა მას უთხრა, რომ მას კელოგი მოსწონს, იმიტომ რომ ის არასდროს გამოხატავს საკუთარ აზრს მანამ, სანამ მას არ ჰკითხავენ.

The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ კელოგის სამხედრო გამოცდილება ტრამპისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან მას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის შედეგების გათვლა შეუძლია, თუმცა ის არასდროს ყოფილა დიპლომატი და რუსეთთან რეალურ მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,000 ნახვა