საზოგადოება

ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს

გიორგი ბაჩიაშვილი „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარებს, რომ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. აღიარა აქციების დაფინანსებაც, თუმცა სად და რამდენს რიცხავს, არ აკონკრეტებს.

თქვა ისიც, რომ მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე ემთხვეოდეს.

„პროკურატურის სპეცოპერაციას, რომ როგორმე ყველა ჩემი აქტივი იპოვოს, დაეუფლოს და უსაფუძვლოდ გაყინოს, მაგაში მონაწილეობა არ მივიღე და არც მივიღებ. შვეიცარიამ როგორც კი შეხედა რასთან ჰქონდა საქმე, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, მსგავს გამოძალვის ოპერაციაში არ ჩაერთო. არ ვარ მე ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის წევრი. ჩემი განცხადებები, თუ ნახავთ, ყოველთვის დემოკრატიაზეა ორიენტირებული. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის პარტიასაც, ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდეს განცხადებები, რომლებიც გარკვეულწილად შეიძლება ემთხვეოდეს ჩემს განცხადებებს. ვეხმარები თანხებით იმ ფონდებს, რომლებიც ეხმარება სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი – ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,927,910 ნახვა