უცხოური მედია

დონალდ ტრამპი – მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს, ზელენსკის სურს გარიგების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს გარიგება

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი „არასდროს უნდა დაწყებულიყო“.

ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი განკარგულებების მეორე პაკეტზე ხელის მოწერისას ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზეც ისაუბრა.

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს. მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.

„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,053 ნახვა