აქციების დროს დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა მამუკა მდინარაძეს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არის თავდებში ჩაუდგეს მსახიობს, თუ ის თავის დანაშაულს გაიაზრებს.
„მამუკა მდინარაძე ლაპარაკობს მაესტროზე ანდრო ჭიჭინაძე თუ აღიარებს დანაშაულს, კარგი ბიჭია, კარგი მსახიობია და მზად ვართ, ჩავუდგეთ თავდებშიო. თავისუფალი მსახიობია და რა მოხდა თუ ითამაშა რუსულ ფილმშიო, მაგრამ მაშინ რატომ ტყუის, რომ ეზიზღება რუსეთიო?! ლაკას დეიდაშვილიაო, რომელიც ფინანსდება რუსეთიდანო და აბა მეტი რა ვთქვაო.
არ ვიცი მონიშვნა როგორ უნდა მამუკა მდინარაძის და ჩემი სტატუსი დაუდეთ! მამუკა, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენ, ბორენკას ბანდა ჩაუდგეს ანდროს თავდებში! ელოდეთ ანდრო ბრალს რომ აღიარებს! ჩაგყვებით ბოლომდე!” – წერს ოლიგარქის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში