უცხოური მედია

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერ ჯო უილსონის მეუღლეს 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი – WIS 

ქართული ოპოზიციის მხურვალე მხარდამჭერის, ჯო უილსონის მეუღლეს ლექსინგტონის ოლქში გასულ წელს 98 წლის დედაზე თავდასხმაში დასდეს ბრალი“, – ამის შესახებ სტატია გამოცემა   WIS-მა გამოაქვეყნა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ, შემთხვევა კოლუმბიის პრესბიტერიანული საზოგადოების მოვლის ცენტრში მოხდა. დაწესებულების აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილზე სამართალდამცველებს განუცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომელი შეესწრო როქსანა უილსონის თავდასხმას დედაზე.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო პერსონალმა აცნობა ჯო უილსონის მეუღლეს, რომ მისმა დედამ მცდელობის მიუხედავად წამლები არ მიიღო. როქსანა უილსონმა კი, „შენ უნდა მიიღო ეს წყეული წამალი“ ამ სიტყვებით დედას პირში წამალი ჩანგლის დახმარებით ჩაუტენა. ამის შემდეგ დაიწყო ძალდატანებით პირში წყლის ჩასხმა, სანამ მან დახრჩობა არ დაიწყო.

სამართალდამცველებმა პაციენტთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ მოხუცებულს დემენცია ჰქონდა, თავად ჯო უილსონის მეუღლემ კი თავდასხმის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მას მსგავსი რამ არ გაუკეთებია“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,927,969 ნახვა