უცხოური მედია

მელანია ტრამპის შლაპის დიზაინერი- ეს ძალიან მძლავრი მესიჯი იყო კონსერვატიული ღირებულებებისკენ შემობრუნების

დიზაინერი ერიკ ჯავიტსი აცხადებს, რომ  მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა შლაპის შექმნას, რომელიც მელანია ტრამპს ინაუგურაციაზე ეხურა. ამის შესახებ მან ABC News-თან ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მადლიერია, რომ ამის საშუალება მიეცა.  

„როდესაც შლაპას ვქმნიდი, ჩემს ხელში ეს ჩვეულებრივი თავსაბურავი იყო, მოკრძალებული და კლასიკური, თუმცა როდესაც ის ვიხილე მელანია ტრამპის თავზე, სრულებით გარდაიქმნა. ეს მის გრაციაზე მეტყველებს, რადგან ვიზუალური ზეგავლენა ძალიან ძლიერი იყო. მე ძალიან მადლიერი ვარ, რომ მიმიწვიეს, რათა მისთვის შემექმნა ის“,-ამბობს დიზაინერი.

ჯევისის თქმით, შლაპა ხაზს უსვამს მელანია ტრამპის ჩაფიქრებულ გამომეტყველებას.

„ეს ერთგვარი თავშეკავებული იმიჯი ხაზს უსვამს გარდატეხის მომენტს და შემობრუნებას კონსერვატიული ღირებულებებისადმი, და ვფიქრობ, ის პროტოკოლზე ფიქრობდა და ძალიან ელეგანტურად და ამასთანავე, ერთგვარად, უბრალოდ გამოიყურებოდა, თუმცა ძალიამ მძლავრი ვიზუალური მესიჯი იყო“,-აცხადებს დიზაინერი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,927,956 ნახვა