პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცესს იწყებს.

„ოჰ, ეს დიდი ნაბიჯია“, – აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა სხვა ქვეყნებთან შედარებით არასამართლიანი თანხა გადაიხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„მათ ძალიან უნდოდათ ჩვენი დაბრუნება, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე საუბრისას.

ბრძანების ტექსტში აშშ-ის გამოსვლის მიზეზებად დასახელებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „„კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ჯანდაცვის სხვა გლობალური კრიზისების არასწორი მართვა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,240 ნახვა