დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ ასობით აღმასრულებელ ბრძანებაზე გეგმავს ხელის მოწერას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, პირველ რიგში, მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და მის დასაცავად სამხედრო ძალებს გამოყოფს.
ტრამპმა ასევე დადო პირობა, რომ დაუყოვნებლივ შეიწყალებს 2021 წლის 6 იანვრის საქმეზე დაკავებულ არაერთ პიროვნებას და გრიფ „საიდუმლოს“ ახსნის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის მასალებს.
Facebook Comments Box