მე-13 ეტაპზე საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 20 იანვრიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
გამოქვეყნებულია: სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, ქვემოქართლის, შიდაქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისდაქვემოსვანეთის 145 ერთეული საძოვრის მონაცემები საერთო ფართობით 7649 ჰა. მათ შორის: ასპინძა – 3, ახალციხე – 1, ნინოწმინდა – 12, ბორჯომი -12, დმანისი – 17, წალკა – 2, მარნეული – 5, დედოფლისწყარო – 16, საგარეჯო – 2, თელავი – 4, სიღნაღი – 11, ყვარელი – 5, ახმეტა – 4, გურჯაანი – 3, ლაგოდეხი – 3, მცხეთა – 4, ყაზბეგი – 2, დუშეთი – 1, გორი – 9, კასპი – 1, ქარელი – 2, ხაშური – 1, წყალტუბო – 8, ბაღდათი – 1, ვანი – 6, ზესტაფონი – 1, ჭიათურა – 2, სენაკი – 2, წალენჯიხა – 1, ხობი – 2, ონი – 2.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის12 ეტაპის ფარგლებში, სულგამოქვეყნდა 522 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები საერთო ფართობით 49 323 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 215 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 21329 ჰა. მათგან, 60 მიწის ნაკვეთი, 8381 ჰა, გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 155 ერთეული, 12 948 ჰა – პირდაპირი გადაცემის გზით.
მეცამეტე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge).