Uncategorized

მამუკა მდინარაძე: მიხეილ ყაველაშვილი ბოლო პერიოდში არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა მსჯავრდებულები. ყველა წინა შემთხვევა იყო პოლიტიკური, თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი

მიხეილ ყაველაშვილი ბოლო პერიოდში არის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეიწყალა მსჯავრდებულები. ყველა წინა შემთხვევა სალომე ზურაბიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, მიხეილ სააკაშვილის დროს ეს იყო პოლიტიკური, თუ სხვა სახის ვაჭრობის საგანი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„როდესაც ვიღაცებს აკრიტიკებენ ხოლმე, გაიხსენონ თუ როგორ შეიწყალა მაგალითად სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის პოლიციელის მკვლელი და ის ხალხი აკრიტიკებს დღეს ყაველაშვილის, მაშინ ამაზე ხმა არ ამოუღია. მისი შეწყალებები ან პოლიტიკურია, მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის პოლიციელზე მსროლელი და საკუთარი მამის დამჭრელი ადამიანი როდესაც შეიწყალა და როგორც გმირი ისე გამოაცხადა, ასევე სხვა სახის შეწყალებები, რომლის უკან უდიდესი ეჭვები იმალებოდა.

ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ შეუძლებელია შეწყალება განხორციელდეს გარკვეული კორუფციის გარეშე, როდესაც 22 წლის პოლიციელის მკვლელს იწყალებ. სხვა მოტივაცია რა უნდა იყოს ამაში ალბათ წარმოუდგენელია.

როდესაც ობიექტური გადაწყვეტილება გამოდის ხოლმე და სახელმწიფოებრივად უყურებს ვინმე, ისინი ყველაფერში ხედავენ რაღაც ცუდს. რუსული შეწყალება რატომ არ დაარქვეს მიკვირს. შეიძლება ესეც მოაფიქრდეთ იმიტომ, რომ რაც კი ქართული და სახელმწიფოებრივი საქმე კეთდება, ყველაფერს უპირისპირებენ უარგუმენტობას და სიტყვა „რუსულს“, რითაც შეფუთავენ ხოლმე ეროვნულ და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,928,053 ნახვა