სილვესტერ ტალონე, მელ გიბსონი და ჯონ ვოიტი, რომელიც ანჯელინა ჯოლის მამაა, ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენლებად დანიშნა ჰოლივუდში.
„მათი მიზანი იქნება დაუბრუნონ ჰოლივუდს ძველი დიდება, რადგან ბოლო 4 წლის განმავლობაში მან ინდუსტრიის დიდი ნაწილი დაკარგა უცხოური ძალების სასარგებლოდ. ასევე, გააფართოონ და გააძლიერონ ის, როგორც არასდროს“,-დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია Truth Social-ში.
მისივე თქმით, 69 წლის მელ გიბსონი, 78 წლის სილვესტრ სტალონე და 86 წლის ჯონ ვოიტი ჰოლივუდში მისი „თვალები და ყურები“ იქნებიან „ამ მშვენიერ, მაგრამ ძალიან არეულ ადგილზე“.
ეს მსახიობები ცნობილი არიან, როგორც ტრამპის მხარდამჭერები. სტალონე ტრამპს „მეორე ჯორჯ ვაშინგტონს“ უწოდებს, ვოიტი კი, „უდიდეს პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნის შემდეგ“.
Facebook Comments Box