პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ ადმინისტრაცია და სტუდენტები დაბადების დღეს ულოცავენ კოლეჯის დირექტორს, ბატონ კონსტანტინე დოლიძეს.
„ბატონო კონსტანტინე, თქვენი ლიდერობა, პროფესიონალიზმი და განათლებისადმი უდიდესი სიყვარული ჩვენი კოლეჯის განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა. თქვენი ხელმძღვანელობით „პრესტიჟი“ არა მხოლოდ პროფესიული განათლების ცენტრია, არამედ პროგრესისა და წარმატების პრესტიჟულ საგანმანათლებლო კერად იქცა.
გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებასა და ახალ შემოქმედებით მიღწევებს! დაე, ყოველი დღე ახალი შესაძლებლობებითა და გამარჯვებებით იყოს სავსე, ხოლო თქვენი დაუღალავი შრომა კვლავაც წარმატებისა და აღიარების სიმბოლოდ დარჩეს. გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ბედნიერ წლებს!“.-ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
Facebook Comments Box