Uncategorized

მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი დღეს იწყება და ორდღიანია.

მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,720 ნახვა