Uncategorized

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დელეგაცია დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

უკვე შედგა აუდიენცია მმართველ პარტიასთან. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, შეხვედრაზე საუბარი 2024 წლის არჩევნებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სხვა საკითხებს შეეხო.

დელეგაცია დღეს შეხვედრას ასევე ოპოზიციურ პარტიებთანაც გამართავს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები თბილისში ფაქტების დადგენის მისიით ჩამოვიდნენ. მთავარი საკითხია, როგორ ასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,801 ნახვა