პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიასთან კითხვებზე პასუხი, დაბარება, მოსვლა არის სავალდებულო. თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები არსებობს

საგამოძიებო კომისიასთან კითხვებზე პასუხი, დაბარება, მოსვლა არის სავალდებულო. თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები არსებობს,- განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ კომისიის მუშაობის ფაქტებში გამოვლინდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადენილი ისეთი ფაქტები, რომელიც უკვე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს მიერ და ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს საზოგადოებისთვის.

„საგამოძიებო კომისიასთან კითხვებზე პასუხი, დაბარება, მოსვლა არის სავალდებულო. თუ ვინმე ამას არ შეასრულებს, ამაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები არსებობს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საზოგადოება კიდევ ერთხელ იხილავს იმას თუ რას სჩადიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როცა ხელისუფლებაში იყო და ასევე ისეთი ფაქტებიც გამოვლინდება, რომელიც უკვე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს მიერ და ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,932,968 ნახვა