Uncategorized

ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე: შესაბამისი მასალები და მოთხოვნა გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ პოლიტიკური პარტია

კომისიის საქმიანობის შედეგად, შესაბამისი მასალები და მოთხოვნა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ პოლიტიკური პარტია, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობისას.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. კონკრეტული ლიდერებიდან ზოგმა მოიხადა, ზოგი გაქცეულია, ზოგი ახლაც იხდის სასჯელს, თუმცა სამართლებრივი შეფასება თავად რეჟიმის, რომელიც 2012 წლამდე მართავდა ჩვენს ქვეყანას და უამრავი უბედურება მოუტანა ხალხს და ქვეყანას, არ შეფასებულა.

რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდები, რომლებიც მაშინ ძალიან პატარები იყვნენ, არც ახსოვთ და არც იციან, რეალურად რა ხდებოდა მაშინ, რეალურად რას ნიშნავს სისხლიანი რეჟიმი, ამას ისინი მოისმენენ, ნახავენ კომისიის ექვსთვიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში.

თუ კვლავ გამოიკვეთება კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, აღნიშნული მასალები გადაეცემა პროკურატურას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, შესაბამისი მასალები და შესაბამისი მოთხოვნა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა იმსჯელოს, უნდა არსებობდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა ბოჟაძემ.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,931,712 ნახვა