პოლიტიკა

ლოს-ანჯელესს მაროდიორები შეესივნენ

ლოს-ანჯელესის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კალიფორნია მაროდიორებით გაივსო. თვითმხილველების თქმით, ქალაქში მაროდიორების შემოსევაა და მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ მათ შეჩერებას. მაროდიორები სახლებს ცეცხლს უკიდებენ, შემდეგ კი, ძარცვავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირას კალიფორნიაში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავა, რათა პირადად შეაფასოს ნგრევის მასშტაბები.

კალიფორნიის გუბერნატორი ნიუსონი კანონმდებლებისგან ითხოვს 2,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ. ამასთან, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა მაიკ ჯეკსონმა განცხადება გააკეთა, რომ შტატის ხელმძღვანელობამ კატასტროფის დამძიმებას თავად შეუწყო ხელი.  

„სხვა გუბერნატორები და მერები, რომლებიც გაცილებით უკეთესად უმკლავდებიან კატასტროფებს და ზრუნავენ წყლის რესურსებზე, რატომ უნდა დაეხმარონ კალიფორნიას და აუნაზღაურონ არასწორი გადაწყვეტილებებით მიყენებული ზარალი?“,-კითხილობს მაიკ ჯეკსონი. 

„ოსკარის“ ნომინაციის შესახებ განცხადება 23 იანვრამდე გადაიდო. ამერიკული კინოაკადემია ადასტურებს, რომ ცერემონია 2 მარტს გაიმართება, მაგრამ ნომინანტებისთვის სადილის გამართვა , რომელიც 10 თებერვალს იყო დაგეგმილი, გადადებულია. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,924,765 ნახვა