ბიზნესი

ლოზუნგით „იფიცება საქართველო!“ დასაქმებულების ნაწილი 3 საათით გაიფიცა

საქართველოში ლოზუნგით – „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.

გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

გაფიცვის ფარგლებში დაიკეტა ობიექტების ნაწილი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

გაფიცვა ხანმოკლეა და ორგანიზატორთა თქმით, მისი მიზანია ხელისუფლების გაფრთხილება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,924,803 ნახვა