მოქალაქე თეა გაბადაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ დავწერ, 10-15 წუთიან ინციდენტზე, გუშინ დღისით პროდუქტის საყიდლად შევედი Gastronome • გასტრონომი-ში, (თან მობილურზე ვსაუბრობდი მეგობართან, და ისმოდა მთელი დიალოგი).
გარკვეულ პროდუქტს ვყიდულობ დღიდან გახსნისა, კონსულტანტებმა და მენეჯერმაც, რომელიც გამოვიდა მოგვიანებით, პირდაპირ გამომიცხადეს, რომ რასაც ყიდულობთ შეიძლება ჩაფურთხებული იყოსო. გვერდით რუსული მარკეტია და იქ გაბრძანდითო.
დანარჩენის დაწერით გადმოცემა მიჭირს! გასაგებია, რომ აღარასოდეს იქ აღარ შევალ, მაგრამ ევროპა და ამერიკა კი არა, თქვენ არაფერი აღარ გეშველებათ სამწუხაროდ!“,-წერს თეა გაბადაძე.
Facebook Comments Box