ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი საომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია.“
„ეს განცახება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ აშშ-ს წარმავალ ადმინისტრაციასთან სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა. მოკლედ, ირანს ხელი არ შეუშლია კი არა, და სომხეთისთვის უფრო არსებითი ამბავი ყოფილა მასთან ურთიერთობა და ახლა ჩამოყალიბდნენ თბილისსა და ვაშინგტონში, ეს მწვანეჰალსტუხიანი ჯო უილსონი ვის დაეკარგა თავისი ტვიტებით და ანტიირანული და ანტიჩინური წიაღსვლებით?
პ.ს. საერთდ ცალკე თემაა, რატომ გაუფორმა ბლიკენმა სომხეთს სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ახლა და როგორი იქნება ამ პარტნიორობის ან სომხეთის მომავალი. მაგას დრო გვიჩვენებს ყველაზე კარგად და თან, მალეც“,-წერს ლელა კურდღელაშვილი.