პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე  ხელმომწერი “ქართული ოცნება” იქნება!

x

ამ განცხადების შემდეგ, “ქურდს ქუდი ეწვის”პოზიციიდან მოქმედებს“ნაციონალური მოძრაობა” და გავეშებული, ყველა მეთოდითა და ფორმით ებრძვის “ქართულ ოცნებას”. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში მიღებული წესი დაივიწყა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ოპოზიციურ პლატფორმაზე ბრძოლას წესების გარეშე აგრძელებს, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციის ქმედებებზე მამუკა მდინარაძის განცხადების შემდგომ, შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც 2003-2012 წლებში რეჟიმის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა და მათ გასამართლებაზე  ხელმომწერი “ქართული ოცნება” იქნება.

„”ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და “ქართული ოცნების” პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ნებაა შეიქმნას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომელიც 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. უფრო ზუსტად კი, კომისია გამოიძიებს სისტემურ დანაშაულებს, მათ შორის: „პატიმრების წამებას,“ „პიროვნებების მკვლელობას, ძალადობას და პირადი ცხოვრების ხელყოფას,“ „კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას,“ „მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრებას,” და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 2008 წლის ომის დაწყების სავარაუდო აღიარებას.

ამ განცხადების შემდეგ, “ქურდს ქუდი ეწვის”’პოზიციიდან მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობა” და გავეშებული, ყველა მეთოდითა და ფორმით ებრძვის “ქართულ ოცნებას”. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკაში მიღებული წესი დაივიწყა, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ოპოზიციურ პლატფორმაზე ბრძოლას წესების გარეშე აგრძელებს. მოღალატე ძალების პოლიტიკური გასამართლების ნება ქართველი ხალხის დაკვეთა და მოთხოვნაა. ხალხის ნება აღსრულდება და მათ გასამართლებაზე  ხელმომწერი “ქართული ოცნება” იქნება! ქართული კანონი თავის მნიშვნელობას და საკუთარ თავს დაუბრუნდება. სამართლიანობა აუცილებლად აღდგება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,924,552 ნახვა