პოლიტიკა

ჯო ბაიდენმა „მეტას“ გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ სამარცხვინო უწოდა

Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „მეტას“ გადაწყვეტილებას ფაქტების გადამოწმების პროგრამის დასრულების შესახებ სამარცხვინოს უწოდებს.

ბაიდენის თქმით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს მილიონობით ადამიანს, წაიკითხოს ის, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ამერიკა წარმოადგენს. ჩვენ სიმართლის თქმა გვსურს. ჩვენ, როგორც ერი, ამას ყოველთვის არ ვაკეთებდით. ჩვენ გვინდა, სიმართლე გითხრათ. იდეა, რომ მილიარდერს შეუძლია, რამე იყიდოს და თქვას: იცი? ჩვენ აღარ ვაპირებთ ფაქტების გადამოწმებას. ამ დროს კი მილიონობით ადამიანი ონლაინ კითხულობს სხვადასხვა ინფორმაციას. ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, კომპანია Meta სოციალურ პლატფორმებზე ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმებას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებლმა, მარკ ცუკერბერგმა აღნიშნა: „ფაქტის გადამმოწმებლები პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,669 ნახვა