უცხოური მედია

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ორ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა, თანამდებობა დატოვა. სმიტმა, იუსტიციის დეპარტამენტს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, რაც 10 იანვარს დაუკმაყოფილეს.

ჯეკ სმიტმა ტრამპის წინააღმდეგ ორი ფედერალური საქმე აღძრა – ერთი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვასთან დაკავშირებით, მეორე კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სავარაუდო გაყალბების მცდელობაზე.

მანამდე, „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა, რომ სმიტის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ნაწილობრივ განპირობებული იყო ტრამპის დაპირებით, რომ იგი სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა ინაუგურაციიდან „ორ წამში“.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სმიტმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ შემწყდარიყო წარმოებული საქმეები. წარდგენილ დოკუმენტში სმიტი აღნიშნავდა, რომ საქმე უნდა დაიხუროს იუსტიციის დეპარტამენტის პოლიტიკის გამო, რომელიც კრძალავს მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ დევნას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,669 ნახვა