AfD- ს პარტიული კონფერენციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მემარცხენე პოლიტიკოსი პოლიციამ უგონო მდგომარეობამდე სცემა“,- ამის შესახებ გერმანული ინტერნეტ გამოცემა თაგესშფიგელი წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ დეპუტატი ნამ დუ ნგუენი დემონსტრაციის დროს დაშავდა, პოლიცია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. გამოძიება დაწყებულია.
„AfD-ს პარტიული კონფერენციის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაზე, საქსონიის ქალაქ რიზაში, მემარცხენე პარტიის ინფორმაციით, საქსონიის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატი ნამ დი ნგუენი უგონო მდგომარეობამდე იქნა ნაცემი. პარტიის განცხადებით, დეპუტატს და მის გუნდს პოლიციელები დაესხნენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ნგუენმა არაერთხელ განაცხადა მისი სადეპუტატო სტატუსის და საპარლმენტო დამკვირვებლო მისიის შესახებ. შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცა პოლიცია დემონსტრატებს, რათა AfD-ს წევრებისთვის გზა გაეთავისუფლებინა. ის ფაქტი თუ როგორ მოექცნენ დეპუტატებს და საპარლამენტო დამკვირვებლებს ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს.
დრეზდენის პოლიციის უფროსმა დაადასტურა, რომ დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სხეულის დაზიანების ეჭვის თაობაზე. დაზარალებულმა დეპუტატმა პოლიციას საჩივრით მიმართა. საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრს სურს, რომ პოლიციის მიერ მემარცხენე პოლიტიკოსზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ბრალდება უმოკლეს დროში იქნას გამოძიებული. სავსებით გასაგებია, რომ საპოლიციო ღონისძიების ანალიზის დროს, ამ შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. განაცხადა მინისტრმა.
ასევე პოლიციის ხელმძღვანელმა ლუც როდიგმა, მწუხარება გამოთქვა, რომ საპოლიციო ღონისძიების დროს ერთი დაპუტატი და მისი თანხმლები პირი დაშავდნენ. თუმცა ეს არ ყოფილა პოლიციის ქმედებების მიზანი, იქვე პირობა დადო, რომ ეს შემთხვევა განსაკუთრებული ყურადღებით იქნება გამოძიებული. როგორც პარტიის პრესამსახურმა განაცხადა, 28 წლის პოლიტიკოსი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მოხვდა.
მემარცხენე პარტიის თავმჯდომარე იან ვან აკენი დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს
„მემარცხენე პარტიის თავმჯდომარემ იან ვან აკენმა განაცხადა: ჩვენ ვართ აღშფოთებულები ჩვენი პარტიის დეპუტატზე და მის თანხმლებ პირზე თავდასხმის გამო. ჩვენმა დეპუტატმა ნათლად განუცხადა პოლიციას მისი საპარლამენტო მანდატის და დამკვირვებლის სტატუსის შესახებ, თანაც ავლენდა დეესკალაციურ ქცევას, მიუხედავად ამისა, ის პოლიციის მიერ სახეში იქნა ნაცემი. ჩვენ მოვითხოვთ დამნაშავე პირების სისხლისამართლებრივ პასუხისგებას. ასევე საქსონიაში მწვანეების თავმჯდომარემ მარი მუსერმა მკაცრად დაგმო დეპუტატის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა.
მწვანეებმა საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოითხოვეს საქმის სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მათი თქმით თავისუფალი შეკრების უფლება არის დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და საგანგაშოა, როცა ეს უფლება სახელისუფლებო ორგანოების მიერ ირღვევა.“-, ვკითხულობთ სტატიაშიhttps://www.tagesspiegel.de/politik/proteste-gegen-afd-parteitag-in-riesa-linkenpolitiker-soll-nach-parteiangaben-von-polizei-bewusstlos-geschlagen-worden-sein-12980089.html?s=08