პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე “ბათუმელების” დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაზე: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი

გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში! აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სამართალდამცველისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.

მისივე თქმით, ალბათ მზია ამაღლობელიც შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია და თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი.

“გუშინ გამოაცხადეს, გაზეთ “ბათუმელების” დირექტორი დააკავესო, მაგრამ არ თქვეს რისთვის. ვიღაცებისთვის ეს გამოჩნდა, როგორც მედიის შევიწროება. თურმე რა მომხდარა სინამდვილეში! აი ასე წარმოუდგენიათ მათ ევროპისკენ სვლა. ეს ქალიც ალბათ შეემატება ბოლო დროს შექმნილი და ჩვენთვის თავსმოხვეული ყალბი “გმირების” სიას. ეხლა კი მარტივი კითხვა: პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპასა და ამერიკაში დასჯადია? კი დასჯადია, თან საკმაოდ მკაცრად დასჯადი”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,949 ნახვა