ეს ადამიანის ფორმის არსება, რომ არარაობაა, მაგაზე ვთანხმდებით. ამაზე არარაობა ხალხი ხართ კიდევ, ვინც ამ “აშარაშკას” იცავთ და ამართლებთ, – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სახეში ხელის გარტყმას.
როგორც გამსახურდია წერს, მსგავსი რამ ევროპულ და არა მარტო ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაიდინოს ადამიანმა, გაცილებით მკაცრ სასჯელს მიიღებს.
მისივე თქმით, მსგავსი მოძალადეებისგან შემდგარი სექტა უნდა აიკრძალოს.
“ეს ადამიანის ფორმის არსება, რომ არარაობაა მაგაზე ვთანხმდებით. ამაზე არარაობა ხალხი ხართ კიდევ, ვინც ამ “აშარაშკას” იცავთ და ამართლებთ. მსგავსი რამე, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაიდინო და არა მარტო ევროპულ, იმ ხელს მოგამტვრევენ ძირში. თუ გაკმარეს ისიც. სულით და ხორცით მოძალადე სექტა ხართ, უნდა აიკრძალოთ ყველგან, თქვენი ხსენება არ უნდა იყოს არსად. მოძალადეების ადგილი, საქართველოში არ უნდა იყოს!” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.