სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დააანონსა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სერბულ კომპანია NIS -ს სანქციები დაუწესა, – იუწყება Euronews-ი.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თავიდან პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს, შემდეგ კი „კომუნიკაციის სხვა ხერხს განიხილავს“.
ამ კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი „გაზპრომია“. ვუჩიჩის თქმით, ის მოლაპარაკებებს გამართავს ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლებთანაც იმ მიზნით, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას სთხოვოს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას.
„ჩვენ ვაპირებთ პასუხისმგებლობით, სერიოზულად და გულმოდგინედ ვიმოქმედოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ ფრთხილად, ჩვენ არ ვიჩქარებთ მივიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ნავთობ-გაზის კომპანია NIS-ი, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც „გაზპრომია“, ერთადერთი გაზის მიმწოდებელია სერბეთში.