Uncategorized

სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: როდესაც საუბარია სისტემურ დანაშაულზე, ამას ბუნებრივია, სჭირდება სისტემური გამოძიება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წელს გამოიტანა განაჩენი საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ციხეებში სჩადიოდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს. როდესაც საუბარია სისტემურ დანაშაულზე, ამას ბუნებრივია, სჭირდება სისტემური გამოძიება, არა უბრალოდ, კონკრეტული პირების გამოვლენა, ვინც მაგალითად, ადამიანს აწამებდა, არამედ გამოვლენა იმ სისტემის, რომელმაც დაუშვა სისტემური დანაშაულის ჩადენა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ჩამოთვალა 2008 წლის ომთან დაკავშირებული ნაბიჯები, რომლებიც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადადგა.

„რატომ მოხდა ტერიტორიების გასხვისება? რატომ მოხდა, რომ ამ ომის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლი? რატომ მოხდა საკუთარი მოსახლეობის დატოვება კოდორის ხეობაში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ახალგორში, ფრონეს ხეობაში, ომის დღეებში მათი არა თუ გამოყვანა მომხდარა, არამედ არც კი გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ. ამას სჭირდება ბუნებრივია, შეფასება და ამისთვის არის აუცილებელი, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,333 ნახვა