პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას

ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას, რომელიც ისედაც დაწყებული ჰქონდათ არჩევნებამდე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხებოდა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი წამოცდენა – შემდეგ სხვადასხვა სიტყვით შეეცადა იგი, ამის გადაკეთებას, მაგრამ ფაქტობრივად, პირდაპირ დაადანაშაულა ქალბატონი პია კაუმა, რომელიც გახლავთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იმაში, რომ მან აიღო ქრთამი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში. ეს რას ემსახურება? – ემსახურება იმას, რომ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს ის ობიექტური, მიუკერძოებელი ანგარიში, რაც ეუთო/ოდირმა წარადგინა და შესაბამისად, აგრძელებენ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას, რომელიც ისედაც დაწყებული ჰქონდათ არჩევნებამდე.

ბატონ გახარიას ასევე ამ ინტერვიუში ისიც წამოსცდა, თუ არ ვიცი, სპეციალურად თქვა, რომ როდესაც ჟურნალისტი შეეკითხა მას – ბატონმა ორბანმა და უნგრეთმა ხომ მისცა მას ლეგიტიმაციაო – ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ლეგიტიმაცია არის ჩვენი მოსახლეობა და ის 1 120 000 ამომრჩეველი, რომელმაც ლეგიტიმაცია მოგვანიჭა, მაგრამ მან აგდებით მოიხსენია უნგრეთი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ უნგრეთი და ბატონი ორბანი იქნება მისი მთავარი დასაყრდენი ევროკავშირში. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთების დროს“, – მაჭავარიანი.

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის” ეთერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფულის სანაცვლოდ საქართველოში ვიზიტის დაგეგმვაში დაადანაშაულა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამას კი წინ, როგორც ქვეყნის შიგნიდან რადიკალების, ისევე მათი უცხოელი მოკავშირეების მხრიდან საჯარო მოწოდებები უძღოდა.

მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას, – განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,346 ნახვა