Uncategorized

დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ სცნობს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობს და ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს მოიხსენიებს.

„შეერთებულ შტატებში მცხოვრები ვენესუელელების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს თავისუფალ ვენესუელას და მე მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ამ მამაც ადამიანებს საფრთხე არ უნდა დაემუქროს”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-მა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას. გარდა ამისა, აშშ ამატებს ახალ ჯილდოს 15 მილიონი დოლარის ოდენობით ინფორმაციისთვის, რომელიც გამოიწვევს თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,923,356 ნახვა